მიმდინარე სეზონში ძალიან კარგ ფორმაშია ლეგენდარული პიტერ შმეიხელის შვილი კასპერ შმეიხელი, რომელიც "ლესტერთან" ერთად ახლოსაა პრემიერ ლიგის მოგებასთან. უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის მეკარის შეძენა კატალონიის "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს. ლუის ენრიკეს გუნდში ორი მეკარე მაღალი დონის მეკარე ჰყავს, თუმცა სავარაუდოდ, სეზონის დასრულების შემდეგ "ბარსას" ტერ შტეგენი დატოვებს. მის შემცვლლად კი სწორედ შმეიხელი მოიაზრება.