The most popular ....


SUBMITTED BY: Guest

DATE: Dec. 6, 2013, 9:17 a.m.

FORMAT: Text only

SIZE: 2.7 kB

HITS: 746

  1. რგენტინის ქალაქ სან ხუანში 7000 მდე ლგბტ აქტივისტმა, ფემინისტმა და აბორტების მომხრემ წმინდა იოანეს ტაძარზე შეტევა მიიტანეს. 1500-მდე ახალგაზრდა კათოლიკემ ცოცხალი ჯაჭვი შემოავლო კათოლიკურ ტაძარს, რათა იგი ლგბტ თემის წარმომადგენლებისაგან დაეცვათ. გამძვინვარებული აქტივისტები, რომელთა შორის ნახევრად შიშველი ფემინისტები და ლესბოსელები გამოირჩეოდნენ, მათ აფურთხებდნენ, სცემდნენ, დასცინოდნენ, საღებავებით ღებავდნენ და მათ პროვოცირებას სექსუალური ხასიათის ქცევით ცდილობდნენ, ახალგაზრდა მორწმუნეები კი ამას ცრემლითა და ლოცვით პასუხობდნენ. კადრებში, რომლებმაც უკვე მთელი მსოფლიო მოიარა, აშკარად ჩანს, როგორ იგდებენ აბუჩად ლგბტ აქტივისტები კათოლიკეებს. ისინი მრევლის შეურაცხყოფას არ დასჯერდნენ და პაპის, ფრანცისკ პირველის ფიტულიც დაწვეს, ტაძარზე კი მკრეხელური შინაარსის წარწერები გააკეთეს.
  2. კათოლიკურმა ეკლესია ამ თავდასხმაში, რომელიც საინფორმაციო საშუალებებმა უკვე მონათლეს "სოდომის რისხვად", მასში უშუალოდ მონაწილეთა გარდა, ადგილობრივ პოლიციასაც ადანაშაულებს, რომელთაც არაფერი იღონეს ძალადობის შესაჩერებლად.

comments powered by Disqus